იურაი ბლანარი: ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში, მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას
ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში.
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში. მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ, მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია“, – აღნიშნა მან.