დათო ლორთქიფანიძე: ხმათა უმრავლესობით ქადაგიძე გადაყენებული იქნება

ლარის გაუფასურებაში დიდი წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის და უახლოეს მომავალში მისი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრობს.
,,ლარის გაუფასურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბანკს, ეს ყველაფერი დაიწყო ნოემბერში და დაახლოებით 4 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ალბათ, უახლოეს ხანში დადგება გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში და მის გადაყენებას მე მხარს დავუჭერ. ძალიან რთული პროცედურაა, მაგრამ მონდომების შემთხევვაში არ უნდა გაჭირდეს. აპრილში შემოვა ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტში, ჩვენ უარყოფითად უნდა შევაფასოთ და ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით ქადაგიძე გადაყენებული იქნება“,- ამბობს ლორთქიფანიძე.
ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ის, რომ გიორგი ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის კაცია, ყველამ იცის.
,,ქადაგიძე რომ ზურაბ ადეიშვილის კადრია და მონიტორინგის სამსახურის უფროსიც იყო, რომელიც ბანკებში თანხების მოძრაობას აკონტროლებდა, ეს ვიცით. სწორედ ადეიშვილმა გადაიყვანა ის ეროვნულ ბანკში. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა რჩება და ხალხი ამიტომაა განაწყენებული“, – აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები