სოსო ჯაჭვლიანი: ავადმყოფი ლოგინში უნდა „მიაჩინჩლო;“ „ნაციონალებმა“ დანდობა რომ დაინახეს, თავს გავიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამი ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა, რაც ქვეყანას ცუდად წაადგა. დეპუტატის თქმით, ,,ნაციონალებს“ ბევრი რამ შერჩათ და დღეს ხმამაღლა ლაპარაკობენ.
,,ნაციონალებმა“ დანდობა რომ დაინახეს, თავზე გავიდნენ, ყველაფერი შერჩათ და გაბლატავდნენ. როგორც იტყვიან, ავადმყოფი ლოგინში უნდა მიაჩინჩლო, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა!“,- აცხადებს უმრავლესობის წევრი გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას.
სოსო ჯაჭვლიანის თქმით, გიორგი ბარამიძის ვიცე- სპიკერად დანიშვნაზე უმრავლესობის დათანხმება ერთ-ერთი შეცდომა იყო.
,,ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა იცით, რა არის? 2012 წელს სააკაშვილი პარლამენტში რომ მოვიდა, მაშინ ცემა-ტყეპით უნდა გაგვეგდო. მეორე ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ბარამიძის ვიცე-სპიკერობას დავთანხმდით, ,,ნაციონალებს“ ერთი კვოტა ჰქონდათ და გია ბარამიძე წარმოადგინეს. ჩვენ იმდენი ხმა მივეცით, მე მგონი, კობახიძემ, დუმბაძემ და აბაშიძემ არ აიღეს ამდენი ხმები, რამდენიც ბარამიძემ. ჩვენ მაშინვე უნდა გვეთქვა, რომ წარმოადგინეთ სხვა ნებისმიერი, ოღონდ ბარამიძე არა. ესეც გაუვიდათ. მერე იყო ერთი ამბავი 26 ათას აღმოჩენლ ფაილზე, დავწვათ, არ ვაჩვენოთო, მაშინაც ვიძახდი და სულ გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. კინოთეატრებში უნდა გაგვეშვა და ყველას ენახა მათი სადიზმი“,- აცხადებს ჯაჭვლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები