თბილისის საკრებულო დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობას იწყებს

„თბილისის საკრებულო უახლოეს ხანებში დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობას იწყებს“,- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„გენერალური გეგმა თბილისში როგორც საცობების, ისე სხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. ეს იქნება კომპლექსური მიდგომა, ამაზე მუშაობას დაიწყებენ ურბანისტები, ახლო მომავალში მათთან ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დაიგეგმება. უახლოეს პერიოდში თბილისი ამ პროცესის შედეგს ნახავს. საბჭოთა კავშირის შემდეგ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობდა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები