აკაკი ასათიანი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

„ტრადიციონალისტი“ აკაკი ასათიანი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის“ – ამის შესახებ აკაკი ასათიანი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მიდის კონსულტაციები საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე. ჯერჯერობით, პრეტენზია არ გვაქვს, გინდა თუ არა პარლამენტში უნდა შევიდეთო. თუმცა ჩვენ შევიმუშავებთ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რადგან ქვეყანაში სწორედ ამის ნაკლებობას ვხედავთ. „ნაციონალებმა“ სიმართლეც რომ თქვან, ყველასთვის მიუღებელია. სხვები ხმას არ იღებენ და მკაფიო პოზიციები არ აქვთ, ხელისუფლება კი გაშტერებულია“, – განაცხადა ასათიანმა „ვერსიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები