ზაზა ვეკუა: მარგიშვილმა თანამდებობა სიჩუმის საფასურად მიიღო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და სწორედ ამიტომ „ ეფერება“ მას დავით ნარმანია. როგორც ზაზა ვეკუა გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ნარმანიამ მარგიშვილი დუმილის გამო დაასაქმა და ახალი სამსახური მოუძებნა.
„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნარმანიას მარგიშვილის რაღაც მართებს და ასე ამიტომ ეფერება. ვეჭვობ, მარგიშვილმა რაღაც იცის, არ ამბობს და ამ სიჩუმის საფასურად მიიღო ეს თანამდებობა. მარგიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეობიდან არაკომპეტენტურობის გამო გაათავისუფლეს. მერე, ამ უმუშევარმა კაცმა რა კომპეტენცია შეიძინა ისეთი, რომ ვიცე-მერად დანიშნეს? ამ კაცმა ვერსად ვერ ივარგა და ნარმანია საკრებულოს უმრავლესობის სახელით, მას ახალისებს“, – მიიჩნევს ვეკუა.
ვეკუას თქმითვე, მერიაში კორუფციული სქემა არსებობს და „უწყება უკვე ჭაობშია“.
„ძალიან საეჭვო რაღაცები ხდება, ტენდერები, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტების გაფორმება, ჩაწყობებით ტესტირება… მერიაში რომ კურუფციაა, ეს ფაქტია. თბილისის მერია ჭაობშია. მე საკრებულოს უმრავლესობას ვუთხარი, ადრე თუ გიგი უგულავას საკრებულო იყო, ახლა ნუ გახდებით ნარმანიას საკრებულო-მეთქი. ნარმანია ვინ არის, რომ საკრებულო მართოს? ადგნენ და მხარი დაუჭირეს ნარმანიას ინიციატივას და მარგიშვილს ახალი სამსახური შეუქმნეს“,-აცხადებს ზაზა ვეკუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები