საპარლამენტო არჩევნები 80 მილიონი ლარი დაჯდება?

შესაძლოა, 2016 წელს არჩევნებში გასული წლების მსგავსად, 80 მილიონი ლარი დაიხრჯოს – ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ წერს. გამოცემასთან აღნიშნულ საკითხზე ექსპერტი ლევან კალანდაძე საუბრობს. მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაართულებს 2015 წლის დაძაბულ საბიუჯეტო პროცესს.
„80 მილიონი ლარის მოძრაობა მნიშვნელოვან ცვლილებებს კი იწვევს, მაგრამ თუ ამ თანხის „შეწოვა“ და შემდეგ „გაწოვა“ დაახლოებით 8-10 – თვიან პერიოდზე გაიწერება, მაშინ რისკი შემცირდება. პრობლემა ამ დამატებითი 80 000 000 ლარის ერთბაშად, ერთ-ორ თვეში გაშვება იქნება, თორემ 8- თვიან პერიოდზე – არა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაართულებს 2015 წლის დაძაბულ საბიუჯეტო პროცესს, მაგრამ ზოგადად, არჩევნები ეკონომიკას არ ანგრევს“, – განაცხადა კალანდაძემ „ვერსიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები