დავით ლორთქიფანიძე: სანამ ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, ლარის კურსმა გამყარება მანამ არ დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის, როცა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მთავრობის ბრალია და ამავე დროს, ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა როლი მიუძღვის ამაში ეროვნულ ბანკს“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, პარლამენტი უახლოს მომავალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მუშაობის საკითხს განიხილავს. „ლარის კურსმა გამყარება მანამ არ დაიწყო, სანამ დღის წესრიგში ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატებმა და შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ლარმა დასტაბილურება. ამასთან, როდესაც პარლამენტი ეროვნული ბანკის მუშაობის საკითხს განიხილავს, თუ მისი საქმიანობა უარყოფითად შეფასდება, ამ შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში მისი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენებაც დადგეს. მე ამას არ გამოვრიცხავ. ასევე, მე უკვე ღიად განვაცხადე, რომ გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტს მხარს დავუჭერ“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები