მერკელი “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებს ბერლინში იწვევს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნორმანდიული ოთხეულის ლიდერებს მოლაპარაკებების გასამართად ბერლინში იწვევს. მათი სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა, მათ დონბასის კონფქლიქტი განიხილეს, მაგრამ, როგორც ჩანს, სატელეფონო საუბარი საკმარისი არ აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინსკის ხელშეკრულების გარდა შეხვედრაზე უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც განიხილება.