შსს–მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1 მარტს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ.–ს გულ–მკერდის და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).