ბაღდადში, ბოლო 2 დღის განმავლობაში 37 ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქში, ბაღდადის ჩრდილოეთით მოხმდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ორი დრის განმავლობაში, 37 ადამიანი დაიღუპა. პირველი აფეთქება გუშინ ღამე, ბალად რუზის რეგიონში მდებარე სურსათის მაღაზიასთან მოხდა. შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი მძიმედ დაშავდა. დღეს დილით კი სამარას რეგიონში, ორი კამიკაძე ტერორისტის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ტერორისტების გარდა კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 31 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.