სიერა-ლეონეს ვიცე-პრეზიდენტი შესაძლოა ებოლათი დაინფიცირდა

სიერა-ლეონეს ვიცე-პრეზიდენტი სამუელ სამ-სუმანი შესაძლოა ებოლათი დაინფიცირდა. მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ის კარანტინის რეჟიმში იცხოვრებს და გარშემომყოფებისგან განმარტოვდება. ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ებოლას ვირუსით დაინფიცირდა. ეჭვის მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, მისი დაცვის თანამშრომელი ებოლათი გარდაიცვალა. “თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა რამდენიმე ხანი კარანტინის რეჟიმში ვიქნები, არ მინდა გავრისკო, გარდა ამისა, სხვებს მაგალითსაც მივცემ”, – განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები