რუსეთში ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” დააკავეს
სანკტ-პეტერბურგში რუსმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი”, 51 წლის შოთა იმნაიშვილი ზედმეტსახელად “პაწა” დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს იძიებდნენ და მისი დაკავება ჩატარებული ჩხრეკის დროს მოხდა. პირადი ჩხრეკისას იმნაიშვილს 1,82 გრ ამფეტამინი აღმოაჩნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შოთა იმნაიშვილი 16 წლის ასაკში ძარცვისთვის გაასამართლეს. საქართველოში მან 10 წელზე მეტი მოიხადა. 90-იანი წლებიდან ის რუსეთში ცხოვრობს. 1997 წელს მოსკოვის “შერემეტიევოს” აეროპორტში დააკავეს, როდესაც მეტადონის შპრიცები აღმოაჩნდა, 1999 წელს კი პოლიციამ ორი პაკეტი ჰეროინი აღმოუჩინა.