გიორგი მარგველაშვილი: ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო შეძრწუნებულია. ბორის ნემცოვის მკვლელობას საქართველოს პირველი პირი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი არის დარტყმა მთლიანად პროგრესულ კაცობრიობაზე.
„შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები