ნუგზარ წიკლაური: ეს არის პოლიტიკური მკვლელობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება და პოლიტიკურ მკვლელობად აფასებს.
“არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება. რუსეთისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლავენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. საქართველოსათვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შორს უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ასეთი ტიპის ანგარიშსწორებები ხდება. პოლიტიკურ ნიადაგზე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაგვაახლოებს რუსეთს, დაგვაახლოებს ასეთი ტიპის ანგარიშსწორებებთან, რაც სრულიად მიუღებელია. ამიტომ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ისეთი ქვეყნისაგან, სადაც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ადამიანების მკვლელობები ხდება “, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები