დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1-დან 7 მარტის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კერესელიძის თქმით, შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, დემოკრატიული განვითარება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და აღნიშნული ვიზიტი ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება”, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები