ირაკლი ალასანია: ნემცოვის მკვლელობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოწვევა უნდა იყოს
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოწვევა უნდა იყოს.
მისივე თქმით, ბორის ნემცოვის მკვლელობა, ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი ქვეყნის ტრაგედია.
“მინდა “თავისუფალი დემოკრატების” სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ”, – აცხადებს ალასანია.