ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს – ვინ დაეჯახა ნანა გიგლემიანს ავტომანქანით (ვიდეო)

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 თებერვალს ქალაქ ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 6 თებერვალს მისი მართვის ქვეშ მყოფი „გაზ-53“–ის მარკის სატვირთო ავტომობილით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს – 19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „გაზ 53“-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფრვით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები