საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა კომისიის წევრებს არამეწარმეო იურიდიული პირის ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობი ცენტრის’’ დაფუძნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კომისიის წევრების უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა. კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესსაც. იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა განიხილეს და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებაზე თანხმობა მისცეს მოქალაქეებს – როზა რეხვიაშვილსა და იოსებ გაფრინდაშვილს.
დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შპს ,,გლადიავტოპარკინგსა’’ და თბილისის მთავრობას შორის 17.07.2012 წელს გაფორმებულ ,,ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას და ასევე ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში’’ პროექტის ფარგლებში აშენებული სახლების ბენეფიციარებისთვის თხოვების ფორმით გადაცემას. დღესვე კომისიის წევრებმა საკრებულოს 5 კომისიის დასკვნის საფუძველზე თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივას შპს „ლანცეტის’’ პირგასამტეხლოსგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხს საკრებულოს წევრები უკვე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები