პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება

ხვალისთვის დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება. ამას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავად პროგნოზირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრება არ სურთ, რის გამოც შესაძლოა, 76 დეპუტატი ვერ შეიკრიბოს. შესაბამისად კი, კვორუმის არსებობა პრობლემა გახდეს.
ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით დაინიშნა. განსახილველია ერთადერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი და მისგან გამოსვლის გზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები