პარლამენტის რიგგარეშე სხდომას საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი არ დაესწრება

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დასწრებამ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი სხდომას დაესწრება, ნაწილი კი უარს აცხადებს.

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” პარლამენტში ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის ხელმძღვანელმა გოგი თოფაძემ განუცხადა.
როგორც თოფაძემ აღნიშნა, ლარის გაცვლითი კურსის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად ატყდა, თუმცა „მრეწველები“ ქუთაისში ჩავლენ და საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ.
ხვალ ქუთაისში სხდომას არ დაესწრება უმრავლესობაში შემავალი კიდევ ერთი ფრაქციის‚ “უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების” წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილიც. მისი ინფორმაციით, ფრაქცია ხვალინდელ სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ხვალისთვის ისვენებენ. სხდომას არ დაესწრება ასევე საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორები”.
როგორც ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა ბუკია განმარტავს, ფრაქცია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი არა ლარის გამყარების მიზანს, არამედ “ცეცხლზე ნავთის” დასხმას ემსახურება. ბუკიას თქმით, კონსერვატორები ასეთ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. რიგგარეშე სხდომა შაბათს, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით იმართება და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები