ზურაბ ტყემალაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა და არც განიხილება. ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მექანიზმი დანაშაულის გამოკვეთის ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
ამასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა იმ ღონისძიებების გატარება დააგვიანა, რაც მისი მხრიდან უნდა გატარებულიყო.
“ეროვნულ ბანკს გააჩნია სათანადო ბერკეტები, როცა საშინაო თუ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები იქმნება, თავის დროზე აამუშავოს”, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტმა შესაძლებელია ორ შემთხვევაში განიხილოს. კერძოდ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები