პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა 14:00 საათისთვის დაინიშნა
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა14:00 საათისთვის დაინიშნა. რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნება ერთადერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები. სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება.
“ნაციონალური მოძრაობა” ხვალინდელ სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებას გეგმავს. ამასთან, მათ ბიუროს სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოწვევა მოითხოვეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განხაცდებით, რიგგარეშე სხდომის შესახებ საჯაროდ არიან ინფორმირებულნი როგორც დეპუტატები, ისე – მთავრობის წევრები.