ნინო გოგუაძე: მისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკზეც არის

„თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ სავალუტო კრიზისის დასაძლევად საჭიროა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და “ეროვნული ბანკის” ხელმძღვანელობის ერთობლივი მუშაობა.
„სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს აბრალებენ იმ განუკითხაობას, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ”ნაციონალები” გვისმენენ, ”ნაციონალები” გვაკონტროლებენ, ”ნაციონალების” ბრალია,” – ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უპასუხისმგებლობას, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი მახასიათებელია. რა თქმა უნდა, მისი წილი პასუხისმგებლობა არის “ეროვნულ ბანკზეც,” მაგრამ სწორედ იმიტომ არსებობს მთავრობა, პარლამენტი და სხვადასხვა ინსტიტუტი, რომ გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და ერთად ვეძებოთ გამოსავალი შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან,” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები