საქართველოში იურიდიულ პირს ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა აეკრძალება
საქართველოში ფულადი გზავნილის დეფინიცია იცვლება და მხოლოდ ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება იქნება დასაშვები. იურიდიულ პირს, როგორც საგადასახდო მომსახურების მომხმარებელს, ფულადი გზავნილის მიღება და გაგზავნა ეკრძალება. მთავრობის ინიციატივით შესაბამისი ახალი ნორმა “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” კანონს ემატება. პროექტის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
“არსებული პრაქტიკით, ხშირია უცხო ქვეყნიდან განხორციელებული გზავნილები, როდესაც გზავნილის გამოგზავნა იურიდიული პირის მიერ ხდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული განმარტების მიხედვით, ფულადი გზავნილი არის საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელი და მიმღები შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პირი იყოს, ვერ ხერხდება მათთვის ფულადი გზავნილის სტატუსის მინიჭება და მისი ერთიან სტატისტიკაში ასახვა. აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა, ასეთი ტიპის გზავნილი ფულადი გზავნილის განმარტების ქვეშ მოექცეს და ერთიან სტატისტიკაში ასახვას დაექვემდებაროს. პარალელურად კონკრეტდება, რომ საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება ფულადი გზავნილებით. იურიდიულ პირს, როგორც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა”, – ნათქვამია პროექტის თანდართულ განმარტებით