ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი: რუიალ ისაევი, ზამინ ბაირამოვი და შირხან ნამაზოვი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და რუსთავის ავტობაზრობაზე, მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. დაკავებულებმა, ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები