შსს-მ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი თ. ძარცვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ღამით, მოქალაქეს ავტომანქანიდან ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც 110 ლარი, ოქროს ორი ყელსაბამი და პირადი დოკუმენტაცია იყო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან სამ დღეში დააკავეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნაძარცვი ნივთები თბილისში, სხვადასხვა ლომბარდში, ფულის მიღების მიზნით ჩააბარა. პოლიციამ ოქროს ორივე ყელსაბამი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები