შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შოთა მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა შოთა მ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქობულეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1,394 გრ ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.