გიგი უგულავა: არ მსურდა რეჟიმთან მებრძოლი „გრეჩიხას“ იმიჯი მომეპოვებინა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც სამ ეპიზოდს – უკანონო თანხების ლეგალიზებას, მარნეულის ეპიზოდსა და „სითი პარკის“ საქმეს ეხება, პროკურატურის მიერ მისი პატიმრობაში დარჩენის სურვლის ემსახურება.
უგულავამ მარნეულის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და მისთვის წაყენებული ბრალდებას არაადეკვატური უწოდა. „მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ იქ ჩემი საქციელით. არც ის მქონდა სურვილად, რეჟიმთან მებრძოლი „გრეჩიხას“ იმიჯი მომეპოვებინა. თუ ვძალადობდი, პოლიცია იქ იყო და ძალადობის საფრთხე აღეკვეთა“, – აღნიშნა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.
რაც შეეხება „სითი პარკის“ ეპიზოდს, უგულავას ამ საქმის დავის საფუძველი საერთოდ არ ესმის და აღნიშნავს, რომ მას, როგორც თბილისის მერს, წარმოუდგენელია, სახაზინო კოდების ისტორია სცოდნოდა.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე მიმდინარეობს, დაცვის მხარემ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძების სახით გირაოს შეფარდების საკითხი დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამავე საქმეზე დაკავებული გიორგი ღონიაშვილი კი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის მიმართ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები