სადახლოში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე, მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის მოქალაქე ჰ. ჩ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები იქნა აღმოჩენილი.
საქონლის წონამ 54,63 გრამი შეადგინა, ღირებულებამ კი 3519,14 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 10-ე ნაწილის თანახმად, პიროვნებას სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3519,14 ლარის ოდენობით შეეფარდა.