საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ლიტველ ექსპერტს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის გაცნობითი შეხვედრა ლიტველ ექსპერტთან კლაუდიუს მანიოკასთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია; 2015 წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ასევე, ლიტვის მთავრობასთან ერთად დაგეგმილი ორმხრივი თანამშრომლობის პროექტი, რომელიც გულისხმობს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, სხვადასხვა დარგში კონსულტაციების გაწევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები