გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
რაც შეეხება ღონიაშვილის საქმეს, მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 3 მარტს ეწურებოდა. დღევანდელ პროცესზე კი ბრალდებამ 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებითი განხილვის დანიშვნა 3 მარტამდე ვერ მოესწრებოდა, მაგრამ მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული ღონიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. შესაბამისად, ის სასამართლოდან პროცესის დასრულებისთანავე გათავისუფლდევბა. ამის შემდეგ, გიორგი ღონიაშვილმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვა მოითხოვა.
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას ადვოკატმა ყოფილი მერისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები