საგამოძიებო სამსახური დავით კირკიტაძის მამის დაბარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დავით კირკიტაძის მამა ალექსანდრე კირკიტაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული, – ამის შესახებ “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საქმე ეხება ნინოწმინდაში, ახალქალაქში, სენაკსა და ზუგდიდში სამშენებლო სამუშაოებს. კერძოდ, სპორტკომპლექსების მშენებლობას.
დავით კირკიტაძის მამა ალექსანდრე კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები