პირი, რომელმაც სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო დარეკა, დადგენილია

თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ზარის ავტორის ვინაობა დადგენილია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირი, რომელმაც სკოლაში დარეკა, ამავე სკოლის მოსწავლეა.
“ზარის ავტორის ვინაობა დადგენილია. ის 180-ე სკოლის მოსწავლეა და კანონის შესაბამისად დაისჯება”, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ 180-ე სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც სკოლის შენობიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები.
ცნობისთვის, შარშან, შსს-მ შესაბამის კანონში ცვლილებები განახორციელა და ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები