გიორგი თავდგირიძე: ანდრო ბარნოვმა ცუდი სიზმარი ნახა

 ანდრო ბარნოვმა ცუდი სიზმარი ნახა, – ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ანდრო ბარნოვის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ქართული ჯარი რუსულ შეიარაღებაზე გადადის. „აშკარად ცუდი სიზმარი ნახა. განსაკუთრებით ის მომწონს, რუსულ შეიარაღებაზე გადადიანო… კი აბრამსებს აბარებენ ჯართში და ტ-34 ყიდულობენ. ისე, ანდრო ბრმა და ყრუ იყავი თავის დროზე ეტყობა, თორემ ნაცების შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე (არა მომავალ, არამედ გამოცდილ) ოფიცრებთან კი უნდა ამოგეღო ხმა“, – წერს გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორის ანდრო ბარნოვის განცხადებით, “სამხედრო სასწავლებელი განადგურების პირასაა”.. ამის შესახებ ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ „აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ალასანიას დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება“. „სწავლის ხარისხი კატასტროფულად დავარდნილია, სამხედრო წვრთნები პრაქტიკულად განახევრებულია. საგანგაშო მდგომარეობაა კვების, საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გადადიან რუსული ტიპის შეიარაღებაზე, რაც ასევე საგანგაშოა. შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა მომავალ ოფიცრებთან“,– განაცხადა ბარნოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები