ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების – ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ამავე ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის საფარის, მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონის მილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, ეზოს შესასვლელებთან დაზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება. გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე – კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. ამასთან, აღნიშნული სოფლებისთვის ეს გზა უმოკლესია დედაქალაქთან დასაკავშირებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები