შს მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის დედას, დედის დღეს მიულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხვალ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვევა და დედის დღეს პირადად მიულოცავს. ხვალვე, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები