მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დედაქალაქის ყოფილი ვიცე- მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. როგორც “კვირას“ საგამოძებო სამსახურში განუცხადეს, ახვლედიანი დაკითხვაზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”- ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით დაიბარეს. ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.