პუტინს ოკუპირებულ ცხინვალთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დოკუმენტი” ხელმოსაწერად წარუდგინეს
რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალთან გასაფორმებელი “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დოკუმენტი” ვლადიმერ პუტინს ხელმოსაწერად უკვე წარუდგინა. აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების გამტკიცებას, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვის კუთხით გულისხმობს. ხელშეკრულება 25 წლის ვადით იდება, თუმცა არსებობს გაგრძელების შესაძლებლობაც.