„გალფში“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, იგივე „გალფის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლინდა ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება- გამოყენების ფაქტები. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა.
„გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული იქნენ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები