ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობებს აღარ შეასრულებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორ თბილისის მერმა აღნიშნა, თბილისის მერიაში ეკონომიკური მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ამ მიზნით მარტის პირველ ნახევარში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. ნარმანიას თქმით, ამ ცენტრის შესახებ ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები