შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებისა და შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღობისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე 1985 წელს დაბადებულ ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბორის ლ. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, ხოლო როინ ფ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები