საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე ხვალ საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვება

ხვალ საქართველოს პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვება. ამასთან, ხვალ – საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 11:00 საათზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები