ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის სხდომა 25 თებერვალს დანიშნა

ვახტანგ ხმალაძემ ორჯერ ჩაშლილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხვალ, 25 თებერვალს, 12 საათზე დანიშნა. თუმცა, კარლო კოპალიანი და ზაქარია ქუცნაშვილი, რომელთა არდასწრების გამო სხდომაზე კვორუმი არ შედგა, დაესწრებიან თუ არა სხდომას, უცნობია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე პროცესი არის გამჭვირვალე და პარლამენტის თითოეული წევრის პოზიცია ცნობილი იქნება.
“მე პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. არ ვიცი, ისევ ჩავარდება თუ არა მოსმენა, ვისაც არ უნდა ხმის მიცემა, ეს შეუძლია გამოხატოს, ხმის არმიცემით. კენჭისყრა კომიტეტის სხდომაზე არის ღია და, ამდენად, პარლამენტის ყოველი წევრის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება”,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მოსმენა კვორუმის არ არსებობის გამო ორჯერ ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები