პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს
პროკურორი ზინიკო ქობალია დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელად მიიჩნევს.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დავით კირკიტაძე თავს არიდებს გამოძიებას. “კირკიტაძე თავს არიდებს გამოძიებას და და სასამართლოს. ჯერ კიდევ 2015 წლის 11 თებერვალს იყო მისთვის ცნობილი, რომ გამოძიებაში უნდა გამოცხადებულიყო. მას ამას ავალდებულებდა კანონი. მიუხედავად ამისა, 11 თებერვლიდან მას არაერთხელ მივმართეთ და იგი გამოძიებაში არ გამოცხადდა, შესაბამისად, დღემდე თავს არიდებს გამოძიებას”, – განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. კირკიტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.