“კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატი საკუთარ თავზე სკანდალებს იგონებს “

   საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ საფრანგეთში დაკავებული საქართველოს ექსმინისტრის დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების შესახებ გაზეთ “ქროინიკას“ ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტის თქმით, ადვოკატები: ორელიენ ჰამერი და ანტონინ ლევი ძალიან ცნობილ პარიზულ საადვოკატო ფირმა „ETZNER ASSOCIES“-ს წარმოადგენენ. გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, კეზერაშვილის ფრანგ ადვოკატებს კრიმინალების დაცვის საქმეში გამოცდილება არ აქვთ. ჟურნალისტი ინტერვიუში აცხადებს, რომ ანტონინ ლევი პარიზული ბომონდის ადვოკატია. მას ძალიან ბევრი ძალიან სკანდალი აქვს და საფრანგეთში ეჭვობენ, რომ ძალიან ბევრ სკანდალს საკუთარ თავზე თავად იგონებს და ავრცელებს. “საადვოკატო ფირმა ETZNER ASSOCIES-ს ძალიან ცნობილი პარიზული საადვოკატო ფირმაა. ის მთელს საფრანგეთში ინგლისის დედოფლის უფლებებს იცავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან კრიმინალური დანაშაულის ადვოკატები. ეს გახლავთ ბიზნესსა და ნოტარიულ საქმიანობაზე ორიენტირებული საადვოკატო ბიურო, რომელიც ძალიან დიდ ბანკებს, ძალიან დიდ ბიზნესმენებს დიდ ორგანიზაციებს, გავლენიან პოლიტიკოსებს ემსახურება. როდესაც ამ ადვოკატების სახელები, გვარები და საადვოკატო ფირმის დასახელება წავიკითხე, გამეცინა, მიშას ერჩია, მარსელში კორსიკელი მაფიოზების ადვოკატები დაექირავებინათ, ისინი უფრო კარგად დაიცავდნენ კეზერაშვილის ინტერესებს. სხვათა შორის, ლევი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ის არის ახალგაზრდა ალფონსი, არის ეჭვები, რომ ძალიან ბევრ სკანდალს საკუთარ თავზე თვითონ იგონებს და თვითონ ავრცელებს. ის ეკვრება ცნობილ მსახიობს ან მომღერალს და მერე ტაბლოიდურ ჟურნალებს აწვდის ინფორმაციებს და თავის ისტორიებს ასკანდალებს. ის არის ოდიოზური ფიგურა. ასევე ცნობილია ოლიენ ჰავერიც, მაგრამ მათ არ აქვთ გამოცდილება კრიმინალების დაცვის საქმეში. არადა ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალებთან“, – აცხადებს ჟურნალისტი ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები