ადვოკატი კირკიტაძისთვის 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ქვემო ქართლის რეგიონში ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს. პროკურატურა კი კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რის მოტივადაც მიმალვის საფრთხეს ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მოსამართლემ დაცვის მხარეს დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა იმის დასადასტურებლად, რომ კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად სწავლის მიზნით იმყოფება. ადვოკატმა კი, დოკუმენტის წარსადგენად დრო ითხოვა. კირკიტაძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავებიან, ამერიკაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები