დევიდ ქემერონი: რუსეთი ევროკავშირისგან და ამერიკისგან დამატებით სანქციებს მიიღებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლება სამშვიდობო შეთანხმების უხეშ დარღვევას ნიშნავს. ევროკავშირი და ამერიკა კი ამაზე სანქციებით რეაგირებას აპირებენ.
“საბრძოლო მოქმედებების განახლება სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას ნიშნავს. დებალცევოს დაკავება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსი ჯარისკაცებისა და შეიარაღების გადასროლა მოხერხდა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სეპარატისტების ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოება მარიუპოლსა თუ სხვაგან, შეეჩეხება დამატებით სანქციებს ამერიკისა და ევროკავშირისგან”, – განაცხადა ქემერონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები