ჯეინ ფსაკის იმედი აქვს, რომ მინსკის შეთანხმებას კონფლიქტის შეჩერება შეუძლია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის სამშვიდობო შეთანხმების პირობების დარღვევის გამო სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ფსაკი იმედს გამოთქვამს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჯერ კიდევ შედეგს გამოიღებს და კონფლიქტი შეწყდება.
“შეშფოთებულები ვართ დებალცევოში, მარიუპოლსა და დონბასის სხვა ქალაქებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, თუმცა გვჯერა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულებით უკრაინის კონფლიქტი დასრულდება”, – განაცხადა ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები