გაეროს მონაცემებით, უკრაინის ომში დაღუპულთა რიცხვმა 6 ათასს მიაღწია

გაეროს მონაცემებით, დონბასში დაღუპული ადამიანების რიცხვმა 6 ათასს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობამ კი – 14 ათასს. გაეროს ინფორმაციით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე 63 მცირეწლოვანი დაიღუპა. მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლი უკვე მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დონასში დაღუპულთა რიცხვმა 60 ათასსაც მიაღწია, თუმცა ამ რიცხვს არც უკრაინული და არც რუსული მხარე არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები